fbpx
00:35 | 2021-01-13 ავტორი: Prime Time

ივანიშვილი პანიკაშია… შეუთვალა, ქვეყნიდან წავალ ოღონდ თავს არ დამესხათ… – სააკაშვილი

ივანიშვილი პანიკაშია… შეუთვალა, ქვეყნიდან წავალ ოღონდ თავს არ დამესხათ… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მიერ, უკრაინელი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

 

როგორც ექსპრეზიდენტმა „მთავართან“ განაცხადა, ივანიშვილი ახლა სრულ პანიკაშია და მისი ბოლო გადაწყვეტილებებიც ამას ემყარება.

 

ივანიშვილმა იცის და არის სრულ პანიკაში და ისტერიკაში, რადგან ბაიდენი აპირებს დემოკრატიული სამიტების მოწყობას და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ტრამპისთვის. არჩევნების მოპარვა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დემოკრატიისთვის. ბაიდენს აქვს ალერგია ოლიგარქიულ და ზოგადად ამ ფულისტურ, ლობისტურ სიტუაციებზე. ივანიშვილისთვის არის ძალიან ცუდი დრო, უკრაინის სიგნალია ძალან მნიშვნელოვანი სიგნალი. ახლა ბოლომდე უცვლის ყველაფერს, შეუთვალა, რომ თუ გინდათ თურქეთის წინააღმდეგ ვიმუშავებ, ირანის წინაააღმდეგ ვიმუშავებ, ბაზას გადმოვიტან აქ, რაც გინდათ მითხარით, რუსეთთანაც ჩავჭრით ურთიერთობას, ქვეყნიდანაც წავალთ, ოღონდ არ დამესხათ თავს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

გუშინ, 11 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 7 პირსა და 4 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.

ავტორი: Prime Time
X