13:25 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ არის

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ არის

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ არის. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“- თან საუბრისას განაცხადა.

 

„დღევანდელი ვაქიცნების რაოდენობა საკმარისი არ არის. 3 მილიონ 200 000 დოზა,რომელსაც ზაფხულში ველოდებით, იქნება ის რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად მოგვცემს საშუალებას დღიურად 14-15 000 ადამიანზე ავიდეთ“,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

 

ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის მილიონ ნახევარი ადამიანი მაინც იქნება აცრილი.

 

„ჩვენ არ მიგვიღწევია ჯერ იმ რაოდენობის აცრასთან, სადაც შეიძლება წესების მოხსნის გადახედვა. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა მილიონნახევარი ადამიანი ორჯერადად გვეყოლება აცრილი. იმედი მაქვს ეს წლის ბოლოსთვის მაინც მიღწეული იქნება“,- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!