fbpx
18:04 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

იუსტიციის საბჭომ კანდიდატის კოვიდინფიცირების ფაქტი დამიმალა – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭომ კანდიდატის კოვიდინფიცირების ფაქტი დამიმალა – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭომ მას კანდიდატის კოვიდინფიცირების ფაქტი დაუმალა. ამის შესახებ ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთან გასაუბრების დროს ყველაზე ახლოს იჯდა, საბჭომ კი მას ეს ამბავი დაუმალა.

 

„წინა კვირას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობდა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. სხდომათა დარბაზში მაგიდასთან ისეთ ადგილზე ვზივარ, რომ კონკურსანტის გასაუბრების დროს მასთან ყველაზე ახლო მანძილზე მე ვარ.

 

2020-10-19"რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ისეთი, რასაც მე მაყენებთ?" - თამუნა ლეკვეიშვილს ზესტაფონელები აბულინგებენ

 

გასაუბრებებზე მოსული კანდიდატები უმეტეს შემთხვევებში პირბადეს იხსნიდნენ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ადამიანურად მათი მესმის, თავის წარმოჩენა რომ გინდა და თან ღელავ, პირბადე დისკომფორტია. კანდიდატების წინ არ იდგა დამცავი ბარიერი, თუნდაც აფთიაქებში რომ არის ისეთი.

 

დღეს სრულიად შემთხვევით ვიგებ, რომ ერთ-ერთ კანდიდატს დაუდასტურდა კორონავირუსი და ამას თავისი ინიციატივით არ მატყობინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ საბჭოს წევრს, რომელიც ფიზიკურად ყველაზე ახლოს იმყოფებოდა გასაუბრების დროს, რომ დაუმალავ კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდაო, ეს როგორ უნდა იკადრო, მართლა ვერ წარმომიდგენია.

 

უბრალოდ დაემთხვა ის, რომ ისედაც იზოლაციაში ვარ შვილის კონტაქტის გამო და ნაკლებ საფრთხეს წარმოვადგენ სხვა გარეშე პირებისთვის“,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X