fbpx
20:33 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

იცით რატომ მივდივართ სწრაფად? – ვაშაძე განმარტავს, რატომ „ჩქარობენ“ საარჩევნო კლიპში

იცით რატომ მივდივართ სწრაფად? – ვაშაძე განმარტავს, რატომ „ჩქარობენ“ საარჩევნო კლიპში

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რატომ მიდიან საარჩევნო კლიპში სწრაფად. მისი თქმით, სწრაფი სიარული დაუგეგმავი იყო.

 

VIDEO: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს დასცინა და ვიდეო გადაუღო 
2020-10-20VIDEO: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს დასცინა და ვიდეო გადაუღო 

 

„ბევრი ამბობს, ჩვენს კლიპში ასე სწრაფად რატომ დავდივართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ასე გამოვიდა. არავის არ დაუგეგმავს წინასწარ, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გვევლო. ერთი დღე იმაზე ვმსჯელობდით, პირიქით, ხო არ შევანელოთ კადრი-თქო.

 

იცით რატო მივდივართ სწრაფად? აი, ასეთი სწრაფი ტემპი სჭირდება განვითარებას, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გავარღვევთ გაჭირვების მოჯადოებულ წრეს, რომელიც ამ ქვეყანაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ თაკო ჩარკვიანის საბურთალოს უბანში წარდგენის დროს.

 

იხილეთ ვიდეო → იცით რატო მივდივართ სწრაფად? – ვაშაძე განმარტავს, რატომ მიდიან საარჩევნო კლიპში ჩქარა

 

ცნობისთვის, პარტიის ფეისბუქგვერდზე ახალი საარჩევნო კლიპი გამოჩნდა, სადაც ლიდერები ჩქარი სიარულით დადიან. კლიპში ვაშაძე ყვება გუნდის მთავარ დაპირებებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X