15:18 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

იტალიის ციხეებში არეულობას მსხვერპლი მოჰყვა – პატიმრები კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებს აპროტესტებენ

იტალიის ციხეებში არეულობას მსხვერპლი მოჰყვა – პატიმრები კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებს აპროტესტებენ

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო იტალიის ციხეებში მყოფმა პატიმრებმა მასობრივი ბუნტი მოაწყეს.

 

ეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოსცა სპეციალური განკარგულება და მაღალი რისკის ქალაქები კარანტინში მოაქცია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი პაემნები დროებით აკრძალა.

 

ამ გადაწყვეტილებას არაერთ ციხეში პატიმრების მძაფრი პროტესტი მოჰყვა. ამ დროისთვის სპეცრაზმთან შეტაკების დროს გარდაცვლილია მინიმუმ ექვსი პატიმარი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მსჯავრდებულმა ციხიდან გაქცევა მოახერხა.

 

ბოლონიის მახლობლად მდებარე ციხესთან ხელისუფლებამ სამხედრო ნაწილების და კარაბინიერების განსაკუთრებული მობილიზება მოახდინა, რათა სხვა პატიმრებმა დაწესებულებიდან გაქცევა ვერ შეძლონ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები