00:27 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

იტალიელმა მამაკაცმა შინაპატიმრობა იმიტომ დაარღვია, რომ სიდედრის ატანა აღარ შეეძლო

იტალიელმა მამაკაცმა შინაპატიმრობა იმიტომ  დაარღვია, რომ სიდედრის ატანა აღარ შეეძლო

იტალიური ქალაქის, ასტის მკვიდრმა შინაპატიმრობა სპეციალურად დაარღვია, რათა სიდედრთან ერთად  სახლში არ დარჩენილიყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, მამაკაცმა პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ სიდედრის ატანა აღარ შეეძლო. ციხის ადმინისტრაციისგან უარის მიღების შემდეგ კი ის პოლიციაში თავისი ფეხით იმ იმედით მივიდა, რომ საკანში ჩასვამდნენ. კიდევ ერთი უარის მიღების შემდეგ, ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და დასახულ მიზანს მაინც მიაღწია – მამაკაცი დააპატიმრეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა, მამაკაცი აცხადებს, რომ მაინც ბედნიერია, რადგან სიდედრთან ერთად ცხოვრება აღარ მოუწევს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!