fbpx
20:03 | 2020-06-11 ავტორი: თამთა თორდია

იტალიელი ვირუსოლოგი: კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნება

იტალიელი ვირუსოლოგი: კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნება

კორონავირუსი მუტირებს და სუსტდება, ეს კი ვირუსოლოგებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ, რომ ვირუსის ხელახალი აფეთქება, ე.წ. ,,მეორე ტალღა” არ იქნება. – ამის შესახებ იტალიელი ვირუსოლოგი აცხადებს. 

უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღისთვის - ჯანმოს რეგიონალური დირექტორი
2020-06-08უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღისთვის - ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

 

 

კლემენტის თქმით, მისი ლაბორატორიის თანამშრომლები დაინტერესდნენ, რატომ შემცირდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გაიზარდა ისეთი პაციენტების რიცხვი, რომელთა მკურნალობაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

 

„ჩვენ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს შევადარეთ 100-100 პაციენტის მონაცემები.

 

პირველი ასეული კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალში 1-15 მარტს მოხვდა, ხოლო მეორე ასეული მაისის მეორე ნახევარში.

 

აღმოჩნდა, რომ ვირუსისაგან გამოწვეული დატვირთვა ორგანიზმზე ეპიდემიის საწყის ფაზასთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული” – აცხადებს მასიმო კლემენტი.

 

იტალიელი ვირუსოლოგი ვარაუდობს, რომ თუ ვირუსის მუტირებისა და დასუსტების პროცესი ამ ტემპით გაგრძელდება, „მეორე ტალღა“ დიდი ალბათობით, არ იქნება.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X