18:39 | 2020-03-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იტალიელი მსახიობის სულისშემძვრელი მიმართვა სახლიდან, სადაც გარდაცვლილ დასთან ერთად იმყოფება

იტალიელი მსახიობის სულისშემძვრელი მიმართვა სახლიდან, სადაც გარდაცვლილ დასთან ერთად იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული იტალიელი მსახიობი, ლუკა ფრანზესე სახლიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც გარდაცვლილ დასთან ერთად იმყოფება და დახმარებას ითხოვს.

 

„იტალიამ ჩვენ მიგვატოვა, ჩემი და წუხელ გარდაიცვალა და გასული ღამის შემდეგ ვეძებ პასუხებს.. ტერეზა პირველი ადამიანია იტალიაში, რომელიც კორონავირუსით სახლში გარდაიცვალა“, – ამბობს მსახიობი

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით სულ 17,660 ადამიანი დავირუსდა, რომელთაგან 1266 გარდაიცვალა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X