22:14 | 2020-03-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

იტალიელი მსახიობი კორონავირუსით გარდაცვლილ დასთან ერთად სახლში გამოიკეტა და LIVE-ში ჩაერთო

იტალიელი მსახიობი კორონავირუსით გარდაცვლილ დასთან ერთად სახლში გამოიკეტა და LIVE-ში ჩაერთო

იტალიელმა მსახიობმა ლუკა ფრანჩეზემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დახმარებას ითხოვს. მსახიობის უკანა ფონზე მისი დის ცხედარი ჩანს, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი ავრცელებს.

 

ფრანჩეზე ნაოპოლში საკუთარ სახლში იზოლაციაში აღმოჩნდა, სადაც გარდაიცვალა მისი და. „მე ველოდები, რომ შესაბამისი ინსტიტუციები მეტყვიან როგორ მოვიქცე“ – ამბობს მსახიობი.

 

 

იტალიაში, სადაც 60 მილიონამდე ადამიანი კარანტინში იმყოფება, კორონავირუსის 12 000 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ფრანჩეზეს 47 წლის დას ტერეზას, ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა, ხოლო კორონავირუსის სიმპტომები სიცოცხლის ბოლო დღეებში გამოუვლინდა. ძმის თხოვნით, ტერეზა კორონავირუსზე მისი გარდაცვალების შემდეგ შეამოწმეს და შედეგი დადებითი იყო.

 

სოციალურ ქსელში ვიდეო 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამის შემდეგ ადგილობრივი პოლიტიკოსები საქმეში ჩაერთვნენ. სპეციალური ტანსაცმლით, პირბადეებითა და სათვალით ჩატარდა ტერეზას დასაფლავების ცერემონია. დაკრძალვას ოჯახის არცერთი წევრი არ ესწრებოდა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X