16:58 | 2020-03-19 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

იტალიელი ექიმი, რომელიც ხელთათმანების გარეშე მუშაობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა

იტალიელი ექიმი, რომელიც ხელთათმანების გარეშე მუშაობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა

57 წლის იტალიელი ექიმი, რომელიც კოდოგნოს ჰოსპიტალში მუშაობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

 

მარსელო ნატალიმ დაინფიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე „ევრონიუსს“ ინტერვიუც მისცა და უთხრა, რომ მას ხელთათმანების გარეშე მუშაობა უწევდა, რადაგან კლინიკაში ის აღარ ჰქონდათ.

 

კოდოგნოსა და კასალეში 35-დან 14 ექიმი კარანტინში გადაიყვანეს.

 

„ჩვენ არ ვიყავით მზად კორონავირუსისთვის: ანტიბიოტიკების ერაში, ჩვენ გავიზარდეთ იმაზე ფიქრში, რომ წამლებს ნებისმიერი რამის შველა შეეძლო“ – აცხადებდა ექიმი.

 

ნატალის გარდაცვალების მიზეზი მწვავე პნევმონია გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 475 ადამიანი დაიღუპა, 2 648 დაინფიცირდა, ხოლო – 1 084 განიკურნა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მთლიანობაში, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ქვეყანაში 28 710 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 2 978-ს შეადგენს, 4 025 კი –  განიკურნა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო იტალიაში კარანტინია გამოცხადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

 

 

 

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X