fbpx
17:20 | 2020-10-29 ავტორი: თამარ გონგაძე

იტალიაში რესტორნები 18:00 საათზე იკეტება – ფლორენციაში მცხოვრები ქართველი დაანონსებულ აქციებზე გვიყვება

იტალიაში რესტორნები 18:00 საათზე იკეტება – ფლორენციაში მცხოვრები ქართველი დაანონსებულ აქციებზე გვიყვება

ორი დღის წინ “პრაიმტაიმმა” ისრაელის კოვიდსიტუაცია გაგაცნოთ. ამჯერად იტალიაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე გაწვდით ინფორმაციას.

 

“პრაიმტაიმი” ფლორენციაში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტს, ნინა მამუკაძე-სორდინის ესაუბრა. როგორც ჩვენი თანამემამულე გვატყობინებს, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, ისევე როგორც ჩვენთან, იტალიაშიც უკმაყოფილონი არიან და ისინი ხვალ, ფლორენციის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავენ.

 

როგორც ნინასგან ვიგებთ, მთელი იტალიის მასშტაბით, რესტორნები, პაბები და კაფე-ბარები 18:00 საათზე იკეტება. ამ სექტორის წარმომადგენლები მუშაობას, ფაქტობრივად, ვერ ახერხებენ. საპროტესტო აქციის მიზეზიც ეს არის. ფლორენციელები პრემიერ კონტეს მიერ გაჟღერებულ ახალ შეზღუდვებს გააპროტესტებენ.

 

ნინა მამუკაძე-სორდინი: – 26 ოქტომბრიდან, იტალიაში ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვების მთელი სერია. დაიხურა სპორტდარბაზები, თეატრები და კინოთეატრები, სამოყვარულო სპორტული ცენტრები…

 

No description available.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვები იტალიის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება, მაგრამ რეგიონებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები კონკრეტულ შეზღუდვებზე.

 

ბოლო პერიოდში, იტალიაში ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. მაგალითად დღეს, იტალიას დაახლოებით 25 ათასი ახალი ინფიცირებული ჰყავდა.

 

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა რამდენიმე რეგიონშია. ესენია: ლომბარდია, პიემონტი, ემილია რომანია, ვენეტო, კამპანია.

 

„მაცხოვრის საფლავის ტაძარი მხოლოდ 2 საათით იხსნება... სალონები, რესტორნები დაკეტილია
2020-10-26„მაცხოვრის საფლავის ტაძარი მხოლოდ 2 საათით იხსნება... სალონები, რესტორნები დაკეტილია" - რა ვითარებაა წმინდა მიწაზე კოვიდ-დროებაში

 

ზოგადად, ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 65 წელია, ხოლო დაინფიცირებულთა 70 პროცენტი უსიმპტომოა. სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად იმართება საპროტესტო გამოსვლები, სადაც მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებენ, ხოლო შეზღუდვების შემთხვევაში, შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.

 

რაც შეეხება ფლორენციას, საპროტესტო გამოსვლა ხვალ, პარასკევს იგეგმება, სადაც ძირითადად სარესტორნო სფეროში დასაქმებული მოქალაქეები იქნებიან, რადგან შეზღუდვები განსაკუთრებით მათ შეეხოთ. რესტორნები, ისევე როგორც ბარები, 6 საათზე იკეტება, ერთ მაგიდასთან დასხდომის უფლება 4 ადამიანზე მეტს არ აქვს.

 

შაბათს ფლორენციის პრეფექტურის წინ კიდევ ერთი აქცია იგეგმება, სადაც შექმნილი მდგომარეობის გამო, სხვადასხვა ორგანიზაციები, კრიზისის დასაძლევად, სამედიცინო და განათლების სექტორისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას მოითხოვენ.

 

სახლებში ერთდროულად მხოლოდ 6 ადამიანს აქვს შეკრების უფლება.

 

ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეშიც, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. მინდა აღვნიშნო, რომ მითითებებს მოსახლეობა ზედმიწევნით ასრულებს, ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ ქუჩაში, ან ტრანსპორტში, ნიღბის გარეშე. ნიღბის ტარება სავალდებულოა, თუ ავტომობილში ერთ ადამიანზე მეტი იმყოფება და ისინი ერთი ოჯახის წევრები არ არიან.

 

How to make a shoe, on the streets of Florence - Italian Shoes

 

რაც შეეხება სკოლებს, შეზღუდვები ძირითადად მაღალ კლასებს შეეხოთ. ისინი 75 პროცენტით დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ, სკოლაში მხოლოდ ყოველ მეოთხე დღეს დადიან. დაბალი კლასები ამ ეტაპზე ჩვეულებრივ აგრძელებენ სწავლას.

 

უსიმპტომო ინფიცირებულები თავისთავად იზოლაციაში არიან, იზოლაციაში რჩებიან მსუბუქი სიმპტომების მატარებელი პაციენტებიც და ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

 

საავადმყოფოში მხოლოდ მკვეთრად გამოხატული სიმპტომების მქონე ინფიცირებულები გადაჰყავთ. სახლის პირობებში მკურნალობის შემთხვევაში, რეკომენდაციები ექიმებისგან ინდივიდუალურია პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე, ჩივილების მიხედვით.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X