22:33 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

იტალიაში მყოფი 32 წლის ქართველი ემიგრანტი დახმარებას ითხოვს

იტალიაში მყოფი 32 წლის ქართველი ემიგრანტი დახმარებას ითხოვს

32 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში იმყოფება დახმარებას ითხოვს. როგორც „პრაიმტაიმს“ ქართველმა ემიგრანტმა განუცხადა, უკვე მე-10 დღეა, რაც სიცხე აქვს 37, 4 გრადუსი. სასწრაფოში უშედეგოდ რეკავს, რადგან ექიმები ეუბნებიან, რომ მდგომარეობის გართულების შემდეგ დაუკავშირდეს სასწრაფოს.

 

„ძირითადად მაქვს ფილტვების პრობლემა და მეშინია მდგომარეობა ამ ვირუსის ფონზე კიდევ უფრო არ გამირთულდეს. სიცხის გარდა სხვა სიმპტომი არ მაქვს. მინდა ფილტვების გადაღება და ტესტის გაკეთება. საკონსულოში დავრეკე და მირჩიეს სასწრაფოში დამერეკა. სასწრაფოში ბევრჯერ დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. რადგან ექიმები მეუბნებიან, თუ უჰარეობის პრობლემლემა არ გაქვს საშიში არ არისო.

 

ოჯახში სადაც ვმუშაობ, იმ ბებიასაც აქვს სიცხე და ანტიბიოტიკებს ვასმევთ უკვე მეორე დღეა, რადგან ტემპერატურა არ უწევს. ბებიას ასევე აქვს ნაწოლების და კუჭნაწლავის პრობლემა. ოჯახის შვილებს, რაც შეეხება ყოველ ერთ საათში მირეკავენ და მეკითხებიან თუ როგორ ვართ, სუნთქვის პრობლემა ხომ არ მაქვს და ა.შ. კარანტინს რაც შეეხება, ისედაც უკვე 3 წელია, რაც სახლიდან არ გავდივარ და ისე ვმუშაობ. ახლა კი მხოლოდ პროდუქტებზე და წამალზე თუ გავალ გარეთ… ძალიან ვნერვიულობ. ქართველი გოგონებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი სასწრაფოში რეკავს, მაგრამ არ გვპასუხობენ“, – გვითხრა ემიგრანტმა.

 

იტალიაში ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რაოდენობამ გუშინდელი რეკორდი მოხსნა
2020-03-20იტალიაში ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რაოდენობამ გუშინდელი რეკორდი მოხსნა
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები