09:40 | 2020-03-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

იტალიაში კარანტინი  12 აპრილამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კარანტინი  12 აპრილამდე გახანგრძლივდა

იტალიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

 

ცნობისთვის, შეზღუდვები 3 აპრილამდე მოქმედებდა,  თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მისი გახანგრძლივება გადაწყდა.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 101,739 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11,591 გარდაიცვალა, ხოლო  14,620 განიკურნა.

 

 

რაც შეეხება საქართველოს:

 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულია – 20 პაციენტი.

 

დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X