22:17 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

იტალიაში 1 დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368 ადამიანით გაიზარდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში ინფექციამ ქვეყანაში 1 809 ადამიანი იმსხვერპლა.

 

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 590 შეადგენს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 24 747-ია.

 

ბოლო მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, გამოჯანმრთელდა 76 588 პაციენტი.

 

ჩინეთში საიდანაც ვირუსი გავრცელდა, გუშინ ინფიცირების 20 და გარდაცვალების მხოლოდ 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„იტალია ის იტალია აღარ არის“ - ქართველი ემიგრანტები წითელ ზონაში 
2020-03-14„იტალია ის იტალია აღარ არის“ - ქართველი ემიგრანტები წითელ ზონაში 

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი