23:15 | 2020-03-30 ავტორი: ანეტი მიქელაძე

იტალია კრიზისშია, მაგრამ მაფია ცოცხლობს – რა შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ კრიმინალებს

იტალია კრიზისშია, მაგრამ მაფია ცოცხლობს – რა შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ კრიმინალებს

საერთაშორისო ორგანიზაციამ „ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა“ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – „დანაშაული და ინფექცია. პანდემიის გავლენა ჯგუფურ დანაშაულზე“.

 

ამ 25-იან ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზომებმა, რომელიც კორონავირუსის შესაჩერებლად მიიღეს, შეამცირეს ორგანიზებული დანაშაულის მოქმედების არეალი, თუმცა ერთდროულად გახსნეს მათ წინაშე გამდიდრების „ახალი კარი“.

 

ანგარიშის ავტორები 4 ტიპის შედეგს განიხილავენ:

 

  • კრიმინალური დაჯგუფებები დაზარალდა სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილებაზე შეზღუდვების გამო, რისი აღდგენაც მალე ვერ მოხდება;

 

  • ზოგიერთმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ გამოიყენა ის ფაქტი, რომ სამართალდამცველი ორგანოების და პოლიტიკოსების ყურადღება სხვა პრობლემებზეა გადართული.

 

  • ჯგუფებმა, რომლებიც დიდი ხნის წინ იყვნენ შეჭრილები ჯანდაცვის სფეროში, თანდათანობით ამ სფეროს ექსპლუატაციის შესაძლებლობები იპოვეს;

 

  • კიბერდანაშაული აჩქარებს ტემპს და თავის სასარგებლოდ იყენებს იმ ფაქტს, რომ ადამიანები მასობრივად სხედან სახლში და უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან.

 

მაშინ როდესაც მთელი იტალია გლოვობს კორონავირუსისგან დაღუპულ უდიდეს მსხვერპლს, იტალიელების ერთი ნაწილი ცდილობს იპოვოს სარგებელი ამ კრიზისული სიტუაციიდან.

 

სიცილიის კუნძულზე, ისტორიული კოზა ნოსტრა, კალაბრიაში ნდრანგეტას დაჯგუფება და ნეაპოლიური კლანი კამორა – იტალიური მაფია ცდილობს სარგებელი იპოვოს ეკონომიკურად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისან, რომლის მშპ მომდევნო კვარტალში ეკონომისტების ცნობით 7%-ით შემცირდება, უამრავი კომპანია კი გაბანკროტების პირას დგას.

 

„სად დებდნენ ისინი ინვესტიციებს წლების განმავლობაში? მულტისერვისულ კომპანიებში – სასადილოები, წმენდა, დეზინფექცია, ნარჩენების უტილიაზია, ტრანსპორტირება, დაკრძალვა, ნავთობისა და საჭმლის მიწოდება. მაფიამ იცის რა გაკლიათ და ამას მოგაწვდით მათი პირობების შესაბამისად“, – აღნიშნავს ანტიმაფიოზური მკვლევარი რობერტო სავიანო Repubblica-სთან ინტერვიუში.

 

ანგარიში თითოეული საკითხი ცალ ცალკეა განხილული. სოციალურმა დისტანციამ და კარანტინებმა ქუჩის დანაშაულის მასშტაბი შეამცირა, რომელიც ხშირად იყო დაკავშირებული დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფებთან. მექსიკაში, მაგალითად, მკვლელობების რაოდენობა, „შოკისმომგვრელად მაღალი იყო“, მაგრამ დრამატულად შემცირდა სოციალური დისტანცირების შემდეგ.

 

ქალაქების ქუჩები ცარიელია. პატრული 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ეს ამცირებს დანაშაულის ადგილიდან გაქცევის შესაძლებლობებსაც. მკვლევარების თქმით, მაფიასთან დაკავშირებული მკვლელობები შემცირდება უახლოეს თვეებში.

 

რაც შეეხება კარანტინების გამო შემცირებულ დანაშაულს, მაგალითად იტალიაში, კარანტინის დარღვევის გამო დააკავეს ნდრანგეტის (კალაბრიის მაფია) ერთ-ერთი ლიდერი ჩეზარე კორდი, რომელსაც პოლიცია წლების განმავლობაში ეძებდა.

 

ანგარიშის ცნობით, ჩინეთიდან ექსპორტის შემცირებითაც დაზარალდნენ დანაშაულებრივი ჯგუფები.  ჩინეთი აკრძალული საქონლის წამყვანი წყაროა მსოფლიოში, ამიტომ ჩინური ფაბრიკა-ქარხნების მუშაობის შეჩერებით, უცხოური დანაშაულებრივი ჯგუფები დარჩნენ მათი მთავარი მიმწოდებლის გარეშე.

 

მექსიკური კარტელები, რომლებიც მეტამფეტამინის მწარმოებლები იყვნენ, დაკარგეს ჩინეთიდან ჩამოტანილი ინგრედიენტები.

 

ევროპა უკანონო პროდუქციის მიღების უდიდესი ბაზარია. საზღვრების ჩაკეტვამ მოიტანა ის, რომ იმპორტი მოდის გამშვები პუნქტების შეზღუდულ რაოდენობაში და თანაც უფრო დიდი დაკვირვების ქვეშ გადის პანდემიის გამო, თუმცა ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ კრიმინალები ამის გამო შეეცდებიან სარგებელი იპოვონ სასოწარკვეთილებაში მყოფ მიგრანტებისგან, რომლებიც ჩარჩენილები არიან შუა გზაში და გამშვებ პუნქტზე გადასვლის პრობლემა აქვთ.

 

კარანტინებმა და სხვა შეზღუდვებმა ასევე ჩაკეტა ნარკოტიკების ტრანსპორტირების გზაც. აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა ქუჩის ჰეროინის ფასი და მისი ხარისხის გაფუჭება, რადგან მისი გადამტანების საქმიანობა მკვეთრად გართულდა. გარდა ამისა, ამ ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სექტორი სწორედაც რომ ქუჩაა, რომელიც ამჟამად დაცარიელებულია. ანგარიშის ავტორების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ნარკოტიკების გაყიდვა ინტერნეტში დაიწყონ ფართომასშტაბიანად, თუმცა ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჯერჯერობით არ აქვთ.

 

დაზარალდება ასევე დანაშაულებრივი ჯგუფების სხვა სფეროც, მაგალითად მფარველობა, რომელზეც კრიმინალები მცირე სავაჭრო ობიექტებზე ახორციელებდნენ. სავაჭრო ობიექტები და კომპანიები მოგეხსენებათ თითქმის ყველგან დახურულია.

 

მსოფლიოს კოკაინის მთავარი მომმარაგებლის, კოლუმბიის საზღვრები დაკეტილია, თუმცა ანგარიშის ავტორების თქმით, კონტრაბანდის გადასატანად კოლუმბიური კარტელები იყენებენ მიგრანტებს, რომლებსაც გადააქვთ ნარკოტიკები და სხვა აკრძალული პროდუქცია.

 

ანგარიშში ასევე საუბარია სამედიცინო აღჭურვილობის ქურდობაზე და მოქალაქეების მოტყუებაზე. ირანის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამედიცინო ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარების უკანონო ვაჭრობის ფაქტები აღმოფხვრა.

 

იმავე საქმეზეა დაკავებული რამდენიმე ჯგუფი იტალიაშიც.

 

წყარო: Forbes 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X