21:09 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვარი სრულად ჩაკეტა

ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვარი სრულად ჩაკეტა

ისრაელის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიის შეკავების მიზნით, ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვარი სრულად ჩაკეტა.

 

აქამდე ისრაელში უცხოელებს იმ შემთხვევაში უშვებდნენ ქვეყანაში, თუ ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიდნენ.

 

ასევე, ისრაელმა 10 კაცის შეკრება აკრძალა და გასართობი დაწესებულებებიც დახურა. იერუსალიმის მთავარი რაბინი შმუელ რაბინოვიჩი მორწმუნეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.

 

                                 

                                ყველაფერი მოკლედ: რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X