09:23 | 2020-03-15 ავტორი: ლიზი მეტრეველი

ისრაელმა 10 კაცის შეკრება აკრძალა და გასართობი დაწესებულებებიც დახურა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ ნეთანიაჰუმ კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები, რომლებიც კოროვირუსის პრევენციისთვისაა. ქვეყანაში 10 ადამიანის შეკრება შეიზღუდა. ასევე, დროებით დაიხურება დასასვენებელი და გასართობი ადგილები. – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ყველა კაფე, რესტორანი, თეატრი და მსგავსი ადგილები დაიხურება. მან ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.

ჩვენ ვართ ომში, უხილავი მტრის წინააღმდეგ.

მისი დამარცხება დამოკიდებულია თქვენს თითოეულ ნაბიჯზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დაინფიცირდეთ და არ დააინფიციროთ – თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 193 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

დატოვე კომენტარი