10:19 | 2020-03-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ისრაელის პრეზიდენტი კარანტინში მყოფ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს 

ისრაელის პრეზიდენტი კარანტინში მყოფ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს 

ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, რომელსაც „ეროვნულ ბაბუასაც“ უწოდებენ, კარანტინში მყოფ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს.

 

როგორც ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ამით მშობლებს მისცა საშუალება ცოტა ხანი, სანამ ის ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს განიტვირთონ.

 

„ვიცი რომ რთული პერიოდია და ბავშვები სახლში არიან, იმ შემთხვევაშიც თუ ჩენ ყველას გვიყვარს ერთად ყოფნა, როგორც ოჯახს, ეს გამოწვევაა. მე ვკითხულობ შესანიშნავ ზღაპრების წიგნს „ქირავდება ბინა““, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ისრაელში შვიდდღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ასევე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

 

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 071 ადამიანი, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X