15:43 | 2020-04-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინი კორონავირუსით გარდაიცვალა

ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინი კორონავირუსით გარდაიცვალა

12 აპრილს, საღამოს, იერუსალიმის სამედიცინო პერსონალმა ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინის, ელიაჰუ ბაკში-დორონისა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ განაცხადა.

 

პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ყოფილი მთავარი რაბინი გარდაიცვალა.

 

1941 წელს დაბადებული ელიაჰუ ბაკში-დორონი ისრაელის მთავარი რაბინი 1993-2003 წლებში იყო. მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა და საავადმყოფოში 7 აპრილიდან იმყოფებოდა.

 

ბოლო მონაცემებით ისრაელში ახალი კორონავირუსით 11235 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 110 ადამიანი. ხოლო გამოჯანმრთელდა – 1689 პაციენტი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X