23:54 | 2020-03-24 ავტორი: Prime Time

ისლანდიაში პაციენტი კორონავირუსის ორივე შტამით დაინფიცირდა

ისლანდიაში პაციენტი ახალი კორონავირუსის ერთდროულად ორივე შტამით დაინფიცირდა. ამის შესახებ ჟურნალი Reykjavík Grapevine -ი ბიოფარმაცევტული კომპანია deCODE genetics-ის ხელმძღვანელზე, კარი სტეფანსონზე დაყრდნობით წერს.
მეორე შტამი ჩინეთის უხანში აფეთქებული ვირუსის მუტაციის შედეგად განვითარდა. სპეციალისტის თქმით, ეს შემთხვევა შეიძლება განხილული იქნას, როგორც ორმაგი ინფიცირების პირველი დადასტურებული ფაქტი.
სავარაუდოდ, მუტაციის შედეგად მიღებული შტამი უფრო აგრესიულია, ვინაიდან სწორედ ამით დააინფიცირა პაციენტმა მასთან კონტაქტში მყოფი პირები.
ბაზაში არსებული ინფორმაციით, ისლანდიის მიღმა მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ახალმა კორონავირუსმა რო მუტაცია განიცადა, ამის შესახებ ცნობილი მარტის დასაწყისში გახდა. რას ამბობდნენ ამ პროცესზე ჩინელი მეცნიერები ნახეთ ამ ლინკზე.
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X