11:51 | 2020-07-07 ავტორი: Prime Time

ისიც კი არ ვიცი, რამდენი მილიონი მაქვს – როგორ გადააგორა კარანტინი ქართველმა მილიონერმა ქალმა

ისიც კი არ ვიცი, რამდენი მილიონი მაქვს – როგორ გადააგორა კარანტინი ქართველმა მილიონერმა ქალმა

„ისიც კი არ ვიცი რამდენი მილიონი მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა იდეების, თავისი საქმის და ამ ყველაფრის სიყვარულით ვარ ბედნიერი. ფული უკვე მეორეხარისხოვანია“ – ამბობს ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ქართველი მილიონერი, „ინ ვიტრო“ კლინიების მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი.

 

ქართველი მილიონერები კარანტინში - სად ემალებიან პანდემიას
2020-04-30ქართველი მილიონერები კარანტინში - სად ემალებიან პანდემიას

 

„როცა მინდოდა ბომონდურ წვეულებებს მაშინ ვაწყობდი და კორონასი არც მე შემშინებია და არც ჩემს მეგობრებს. გავა დრო და გამოჩნდება, რა აფერაც იყო.

 

იმას არ ვამბობ, რომ ხალხი არ იღუპებოდა. არც იმას, რომ როცა რაიმე დაავადება გაქვს და ეს ვირუსი გხვდება, ის დაავადება რთულდება, მაგრამ რა პანიკაც იყო ატეხილი მსოფლიოში, სრულიად მიზანშეუწონელი გახლდათ.

 

კორონობის პერიოდში ჩემს სახლს პროფილი შევუცვალე და საგანმანათლებლო დაწესებულებად გადავაქციე – დილა იწყებოდა იოგას მასწავლებლის მოსვლით და გრძელდებოდა ფოტოგრაფიის გაკვეთილებით, მერე იწყებოდა 3-საათიანი ცეკვის რეპეტიცია, მერე – ბავშვების ცურვის მასწავლებელი…

 

მძღოლებს ვაგზავნიდი და პედაგოგები მოჰყავდათ, მეგობრებიც მოდიოდნენ და ეს პერიოდი ასე კარგად გავატარეთ“, – ამბობს კუკუნაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +