23:04 | 2020-07-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბოდიში… ლოდინს აზრი აღარ აქვს” – კახა მამულაშვილმა საკონცერტო განრიგი გაწერა

“ბოდიში… ლოდინს აზრი აღარ აქვს” – კახა მამულაშვილმა საკონცერტო განრიგი გაწერა

პანდემიის პერიოდში თუკი ვინმე ხმაურობდა და გაჩერებულ დროზე დარდობდა, პროდიუსერი კახა მამულაშვილია. ლელა წურწუმიას ქმარი და პროდიუსერი, გამოვიდა ინიციატივით დროა შოუბიზნესმა ჩვენი პროფკავშირები ჩამოვაყალიბოთო.

დაუდგრომელ პროდიუსერს ივლისის თვე უკვე გაწერილი აქვს, თითო დღიანი შუალედით კონცერტები აქვს. 

 

კახა მამულაშვილი: – ვიწვალე და კონცერტების განრიგი შევადგინე. წესების და რეგულაციების დაცვით ავმუშავდებით. დავიწყე და ვნახოთ. ვერავის ვეღარ დაველოდები. დღეს ხვალო, ამბობენ, როგორც ვატყობ, ისევ არაფერი იციან და ბოდიში… ლოდინს აზრი აღარ აქვს. ვფიქრობ, 15-დან ეს რეგულაციები მოიხსნება. თბილისის, მცხეთის, ქვიშხეთის, ბათუმის, კაჭრეთის ღია რესტორნებსა და სასტუმროებშია ლელას, მაკა ზამბახიძის და “ნონსტოპის” კონცერტები დაგეგმილი. ბილეთები არ იყიდება. მაგიდები ლიმიტირებულია.

 

ლელამ ორი ახალი სიმღერა გააკეთა. აკაკი წერეთლის ლექსზე “ციცინათელა” და ვარინკა წერეთლის ძველ მუსიკაზე ფონოგრამა ლელას დისშვილმა, სანდრო წურწუმიამ გააკეთა და ტექსტიც დაამატა. მეორე სიმღერა Holymoly-თან კოლაბორაციაა. 

 

ლელა წურწუმია: – გეგმაში მაქვს ლილიკო ნემსაძის და ზურა მანაგაძის სიმღერების ჩაწერა. მოგვენატრა კონცერტები, მოგვენატრა სამუშაო რეჟიმი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X