fbpx
14:37 | 2020-07-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ისე ვღელავ…” – რას ასაჯაროვებს ქეთი მელუა სამი წლის შემდეგ

“ისე ვღელავ…” – რას ასაჯაროვებს ქეთი მელუა სამი წლის შემდეგ

სამწლიანი მუშაობის შედეგს ქეთი მელუას თაყვანისმცემლები 16 ოქტომბერს იხილავენ. წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი მსმენელს რიგით მერვე ალბომს სთავაზობს.

 

როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით თავად გვამცნობს, ალბომში ათი ახალი სიმღერა შევა.

 

“აჰ!!! ისე ვღელავ ჩემი სიმღერები რომ უნდა მოისმინოთ… სამწლიანი შრომის შედეგი, ათი ახალი სიმღერა” – წერს მელუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

ბრიტანელმა მუსიკოსმა ახალი ალბომიდან ერთ-ერთ პირველ სიმღერაზე, სახელწოდებით – A Love Like That ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის რეჟისორი ჩარლი ლაითენინგია. კლიპის ონლაინ-პრემიერა Youtube-ზე რამდენიმე დღის წინ შედგა, ხოლო სიმღერა კი პირველად BBC Radio 2-ზე გაჟღერდა.

 

ქეთიმ მადლობაც გადაუხადა მსმენელს ახალ სიმღერაზე გამოხმაურებისთვის, კარგი შეფასებისა და ლამაზი შეტყობინებებისთვის. მომღერალი სიმღერის ორიგინალ, ხელნაწერ ტექსტსაც აქვეყნებს.

 

Katie Melua-ს ფოტო.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X