20:00 | 2020-09-22 ავტორი: რუსა ღვანიძე

ისე ვერ განხორციელდა, როგორც ჩავიფიქრეთ – ნანუკა გოგიჩაიშვილი ჯვრისწერის ცერემონიის დეტალებზე

ისე ვერ განხორციელდა, როგორც ჩავიფიქრეთ – ნანუკა გოგიჩაიშვილი ჯვრისწერის ცერემონიის დეტალებზე

გასულ კვირას, მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილის და ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას ჯვრისწერის ცერემონია, ალავერდის მონასტერში გაიმართა.

 

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო, ჯვრისწერის ცერემონიას, რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

 

“მხოლოდ ჯვრისწერა, რეგულაციების სრული გათვალისწინებით! არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან!”, – წერს ნანუკა.

 

Нет описания.

 

ულამაზესმა წყვილმა იუსტიციის სახლში მოაწერა ხელი. თუ ვინ იყვნენ ნეფე-პატარძლის მეჯვარეები, ამის შესახებ, ნანუკა სოციალურ ქსელში წერს და ჯვრისწერის ცერემონიის ვიდეოს და პოსტს აქვეყნებს:

 

„საოცარი ისტორიებით ივსება ჩვენი სიყვარული. სხვადასხვა გარემოებების გამო და ურთულესი წლის მიუხედავად, შარშან ხელი იუსტიციის სახლში ისე მოვაწერეთ, რომ მთავარ მოწმეებად (მეჯვარეების საქართველოში არ ყოფნის გამო), ორივეს, მეც და ნიკოლოზსაც დები გვყავდა.
საღამოს კი, ოჯახის წევრებმა ეს დიდი დღე, ერთმანეთს, მოკრძალებულ ოჯახურ გარემოში მივულოცეთ. საოცარად თბილი და ოჯახური გარემო იყო მაშინაც, რაც ძალიან გვჭირდებოდა…
Нет описания.

 

შემდეგ იყო ჯვრისწერა, რომლესაც ვგეგმავდით, ვემზადებოდით, თუმცა ყველასათვის ცნობილი მიზეზის გამო, ისე ვერ განხორციელდა, როგორც ჩავიფიქრეთ – ვგულისხმობ უახლოეს მეგობრებს, რომლებიც ჩვენთან ვერ იყვნენ.

 

ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე, ალავერდში ავღნიშნეთ, ცერემონიას, ორი სხვადასხვა ქვეყნიდან, თვალს, ჩვენი მეჯვარეები, ონლაინ რეჟიმში ადევნებდნენ! ეკლესიაში, მხოლოდ ჩვენ და ოჯახის წევრები ვიმყოფებოდით….

 

ქორწილის ნაცვლად, სუფრებზე ცალცალკე დაკლასტერებული მშობლები, დები და ბებო-ბაბუები. მეგობრები კი, ხაზზე ჩემთან მის ინტერესში თუ როგორი ვიყავი ამ დღეს, რომელსაც ყველა ამხელა ინტერესით ველოდით.

 

პს. მობილურის სურათებია ეს, თუმცა ფოტოგრაფი – Евгений Ефанов @efanovs – ი იყო.

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები