18:46 | 2021-07-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ისე შემეცოდნენ, მოფერება მომინდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებზე

ისე შემეცოდნენ, მოფერება მომინდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებზე

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარებამდე საქართველოში ჩამოვა.

 

„2016 წელს ნაცმოძრაობამ არჩევნები რომ წააგო, მაგათთან ვიყავი ოფისში. სასოწარკვეთილი იყო ხალხი.

 

რამდენიმე მათგანი გულწრფელად მიმტკიცებდა, რომ სარფიდან ახლა მიშა შემოვა. ისე შემეცოდნენ – მოფერება მომინდა, მეთქი მომადეთ თავი მხარზე თქვე ბრიყვებო.

 

მართლა სჯეროდათ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ვალდებულებას, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ზედმიწევნით შეასრულებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!