21:33 | 2020-08-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“ისე არ მოვკდები, რომ პლანი არ გავსინჯო” – ბაია დვალიშვილი იუბილარია

“ისე არ მოვკდები, რომ პლანი არ გავსინჯო” – ბაია დვალიშვილი იუბილარია

მსახიობი ბაია დვალიშვილი იუბილარია. ბაიკო 60 წლის გახდა. მსახიობი დედისა და რეჟისორი მამის შვილი ამბობს, რომ მშობლების ჩრდილი დღემდე მოჰყვება. ჰქონია თავისი პროტესტები, ცნობილი მშობლების შვილებს როგორც სჩვევიათ ხოლმე. “არ ვარ ლამაზი და დედას არ ვგავარ-მეთქი, ვამბობდი. ახლა, ასაკში რაც შევდივარ, მსიამოვნებს მშობლებთან მიახლოება და მიხარია, რომ მეუბნებიან, დედას დაემსგავსეო” – გადაცემა “უხერხულ კითხვებში” ჰყვება ბაია.

 

18 წლის ასაკში გათხოვებასაც შინაგან პროტესტს აბრალებს. ჯიბრზე შექმნილი ოჯახის საძირკველი ქვიშასავით მალე იშლება და ასე მოხდა ბაიკოს შემთხვევაშიც. მეორედ, ქართული გაგებით, გვიან იქორწინა. ჰყავს ქალიშვილი.

 

დედა სულ ამბობდა, ეცადე თავი დილით ხასიათზე მოიყვანო, რომ დაღმენჭილი არ იყოო. მგონი გამომდის” – ამბობს და მომხიბვლელად იცინის.

 

ბნელ 90-იანებში, როცა ხელოვნება, ქვეყნის ეკონომიკის მსგავსად გაყინული იყო, ადგა და მეგობართან ერთად თოჯინების კეთება დაიწყო.

 

თოჯინები

 

იყო პერიოდი, მეგობართან, ნინიკო არსენიშვილთან ერთად თეატრალური ფიგურების კეთება დავიწყე. მერე ამ თოჯინებმა დიდი ევოლუცია განიცადეს. საბოლოოდ, უკვე ისეთი სერიოზული მხატვრების გამოფენებზეც აღმოვჩნდით, რომ მეუხერხულება მათი დასახელება. დიდი ხანია აღარ გამიკეთებია. ღვთის წყალობით, ჩემი საქმიანობით მაქვს შემოსავალი.

 

გახსნილობა

 

მე ვარ მსახიობი, რომელიც საერთოდ ვერ ვტირი, ვერც ეკრანზე, ვერც სცენაზე. ვერა…

 

გახსნილობა მიყვარს ქალშიც და კაცშიც. შეგეშალა? თქვი, შემეშალაო, რა მოხდა?! დაჭიმულობა და რაღაცის მოჩვენება, უხერხულია. ნეტა იცოდნენ კაცებმა, რა უხერხულია, ეს.

 

ბედნიერება

 

შვილისგან იმდენ ბედნიერებას იღებ, სულ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მუდმივად აყვედრიან შვილებს, ეს გაგიკეთე, ის გაგიკეთეო. შვილმა იმდენი დაკარგული დამიბრუნა, ყველნაირ შვილს მადლობა უნდა ვუთხრათ.

 

სიამოვნება

 

სიამოვნებას ვიღებ გემრიელი საჭმელისგან, წიგნებისგან, ფილმებისგან, ფერწერისგან. ფერებთან შეხებას სადღაც გავყავარ… თვალი და გუმანი არ მატყუებს და ისეთი ტილოები მომწონებია, რაზედაც პროფესიონალებს კარგი შეფასება გაუკეთებიათ.

 

გინება

 

გინებით ყველაფერზე ვიგინები. თან ხშირად. ხმამაღლაც, მარტოც, ახლობლებთანაც.

 

ნარკოტიკი

 

“ისე არ მოვკდები, რომ პლანი არ გავსინჯო. როგორც ვიცი, პირველად ისეთ წრეში უნდა გასინჯო, რომ არავისთან არ გქონდეს “იზმენა”. ამიტომ ახლობლების წრეში გავსინჯავ” – თქვა “მძიმე კაცთან” მსახიობმა.

 

 

წლების მატება

 

წლების მატებას განვიცდი. ბევრი დრო დავკარგე, როცა განათლების მიღება შემეძლო, შემეძლო ენები მესწავლა, ჩემი განვითარებისთვის მეზრუნა. ტუტუცურად მაქვს დაკარგული დრო. ეს ჩემი ბრალია.

 

სინანული

 

რომ შემეძლოს პატიებას ვთხოვდი დედას, მამას. ჩემი მათ გარეშე ცხოვრება სინანული და დანაშაულის გრძნობაა. მგონია, რომ სითბოს და ყურადღებას ვაკლებდი. უფრო მეტს იმსახურებდნენ.

 

სიკვდილზე

 

სიკვდილზე სულ მეფიქრება. შვილი პატარა მყავს და არ მინდა ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ მისი გზაზე დაყენება ვერ მოვასწრო. ამაზე სულ მეფიქრება…

 

ღმერთი

 

ჩემი ღმერთი არის სიკეთე. ამას დიდი დოზით მაღალ ხელოვნებასა და მაღალ ნიჭიერებაში ვხედავ.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +