
ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი ბლუ იერუსალიმი შეეძინათ.
2 თვის თავზე ვაკიმ და ფიონსეკამ ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო გამოაქვეყნეს.
„გვინდა, სიყვარულით გაგიზიაროთ ჩვენი პატარა გოგონას ისტორია. ის ,,მგლის ხახით” დაიბადა, ეს ემართება 7 ათასში ერთ ახალშობილს. გაგვიმართლა, რომ გვყავს სუპერ ექიმების ბრიგადა და საჭირო დროს პატარას ოპერაცია ჩაუტარდება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება“ – ნათქვამია ჯანლუკა ვაკისა და შერონ ფონსეკას ერთობლივ განცხადებაში.