22:58 | 2021-05-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ის მამაჩემის ცოლია… ხშირად ჰგონიათ, რომ მისი შვილი ვარ – დავით აქუბარდიას შვილი ნინო ჯანგირაშვილზე

ის მამაჩემის ცოლია… ხშირად ჰგონიათ, რომ მისი შვილი ვარ – დავით აქუბარდიას შვილი ნინო ჯანგირაშვილზე

ტელეჟურნალისტ დავით აქუბარდიას ქალიშვილი, თეონა პოეტ ლია ბედოშვილთან ქორწინებაში შეეძინა. წყვილი მაშინ გაშორდა ერთმანეთს, როდესაც თეონა 15 წლის იყო.

 

თეონა აქუბარდია ჟურნალ „სარკესთან“ მამის მეორე ცოლზე, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილზე და მასთან ურთიერთობაზე საუბრობს.

 

„ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო
2021-05-19„ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო" - ჯაბა კილაძის ყოფილი მეუღლე განქორწინების ემოციებზე ალაპარაკდა

 

ნინო ჩემზე 7 წლით უფროსია. არადა, ხშირად ჰგონიათ, რომ მისი შვილი ვარ. მაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა მქონდეს ასეთ დროს. რომ გითხრათ, ხშირი ურთიერთობა გვაქვს-მეთქი, ასე არ არის, თუმცა ის მამაჩემის ცოლია. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ძმასთან, ნინოს შვილთან, ნიკასთან, რომელიც ახლა პირველი კურსის სტუდენტია, რაც ნამდვილად მახარებს, რადგან სხვაგვარად არ შეიძლება – ჩვენი ძმაა და გვიყვარს“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X