fbpx
17:47 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო – შს მინისტრი გალდავაზე

ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო – შს მინისტრი გალდავაზე

„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო“,- ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი ჩვენი ამოცანა, რომელიც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული.

რა ვიცით მძევლად აყვანილი მაღალჩინოსანი პოლიციელის შესახებ, რომელიც თავდამსხმელმა სხვა მძევლებში გაცვალა
2020-10-22რა ვიცით მძევლად აყვანილი მაღალჩინოსანი პოლიციელის შესახებ, რომელიც თავდამსხმელმა სხვა მძევლებში გაცვალა

 

ჩვენ შევთავაზეთ რა თქმა უნდა, რომ ჩვენ გამოგყვებით 5-10 კაცი, მაგრამ ბოლოს ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა. მინდა მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არც ჩემთვის იყო ადვილი, რომ თანამშრომელი გამეგზავნა. ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა. ეს გადწყვეტილება ჩემთვისაც რთული იყო. ერთი წამით მას უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

 

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X