fbpx
21:00 | 2020-09-10 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ირმა ქალების წამებით სექსუალურად იღგზნებოდა -ყველაზე სასტიკი ქალის ისტორია

ირმა ქალების წამებით სექსუალურად იღგზნებოდა -ყველაზე სასტიკი ქალის ისტორია

ოსვენციმის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ზედამხედველი, მცველი აწამებდა ქალებს და აგზავნიდა გაზის კამერაში. თანაც, სირად ყველაზე ლამაზებს ირჩევდა, ვისაც კონკურენტად მიიჩნევდა. ნამდვილი არიელი, ირმა გრესი კოშმარად იქცა ომს გადარჩენილი პატიმრებისთვის.

 

ირმა იყო ბერტასა და ალფრედ გრეზების ხუთშვილიანი ოჯახიდან. ოჯახი  იყო გაჭირვებული, მშობლები ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ. როდესაც ირმა 13 წლის იყო, დედამ თავი მოიკლა – მარილმჟავა დალია, რადგან შეიტყო, რომ ქმარი ღალატობდა. ორი წლის შემდეგ, ირმამ მიატოვა სკოლა, მთლიანად გაიჟღინთა ნაცისტური იდეოლოგიით და გახდა ჰიტლერელი ახალგაზრდობის მრისხანე აქტივისტი.

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ახალგაზრდა გრეზი ეძებდა თავის ადგილს –  მუშაობდა ექთნის თანაშემწედ, SS-ის სანატორიუმში, ჰოენლიხჰნში, მაგრამ ეს ძალიან მოსაწყენი იყო აქტიური ირმასთვის.

 

Ирма Грезе

 

18 წლისა შეუერთდა SS-ის ქალთა დამხმარე ნაწილს და გადავიდა ქალთა საწვრთნელ ბაზაზე, რავენსბრიუკთან, ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში. სპეციალური მომზადების შემდეგ, გრესი მოხალისედ დარჩა ბანაკში და ძალიან მალე მიიღო ზედამხედველის პოსტი.  ცოტა მოგვიანებით იგი ოსვენციმში გადაიყვანეს.

 

ირმას სადისტი და ნიმფომანის რეპუტაცია ჰქონდა. სცემდა პატიმრებს, სანამ სახეს არ დაუსისხლიანებდა. წვეტიანი ჩექმის წვერებით ლამის სიკვდილამდე მიჰყავდა ქალები.  მშიერი ძაღლებით წამლავდა პატიმრებს და აიძულებდა, თავს ზემოთ მძიმე ქვები დაეჭირათ, სანამ ტკივილისგან გონს არ დაკარგავდნენ.

 

ფორმის ნაცვლად, ირმას მჭიდროდ მომდგარი, ლურჯი პიჯაკი ეცვა და მათრახიც კი მარგალიტით ჰქონდა მორთული. ჰქონდა. მისი დახვეწილი გარეგნობა ასევე ერთგვარი წამება იყო საკონცენტრაციო ბანაკის ბინადარი, ბინძური, ძონძებში გამოწყობილი  პატიმრებისთვის.

 

პატიმარი ოლგა ლენგელი, რომლის შვილებიც გაზის კამერებში ამოხოცეს, თავის მოგონებებში – „ხუთი საკვამლე მილი“, წერდა, რომ სწორედ ირმა არჩევდა ქალებს გაზის კამერებისთვის და დოქტორ მენგელეს სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის.

 

ამავე დროს, ის არჩევანს არა სუსტ და „უსარგებლო“ პატიმრებზე აკეთებდა, არამედ ყველაზე ლამაზებზე – მათზე, ვისაც შეეძლო, კონკურენცია გაეწია.

ლენგელი აღნიშნავდა, რომ ირმას SS-ელებში საყვარლები ჰყავდა, მათ შორის იყო იოზეფ მენგლეც.

 

Ирма Грезе с мужчиной

 

ოსვენციმის ებრაელი ექიმის, ჟიზელა პერლის თქმით, ირმა ქალების წამებით სექსუალურად იღგზნებოდა.

 

ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ იყვნენ გოგონები, რომელთაც, იდუმალი მიზეზების გამო, ირმა თანაუგრძნობდა. ეს იყვნენ ბანაკის ორკესტრის წევრები, რომლებიც თავიანთი სიმღერებით ართობდნენ მომსახურე პერსონალს. ასეთი ორკესტრის არსებობაში უკვე არსებობდა ერთგვარი შავი ირონია.

 

მისი ერთ-ერთი მონაწილე, ივეტ ლენონი იხსენებს, თუ როგორ დაავადდა მისი და და მან დახმარების თხოვნით მიმართა ირმას. მოულოდნელად, ზედამხედველმა თანაგრძნობა გამოთქვა.

მან ივეტას უპოვა ადგილი სამზარეულოში და მის დას მისცა დამატებითი რაციონი, რომ ფეხზე წამომდგარიყო.

 

Ирма Грезе вместе с другими работниками лагеря на Бельзенском процессе

 

1945 წელს ირმამ მოითხოვა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანა, სადაც ერთი თვის შემდეგ ინგლისელებმა ტყვედ აიყვანეს.

 

სასამართლო პროცესზე, ირმას, ბანაკის სხვა მუშაკებთან ერთად, ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ყოფილ ზედამხედველს წამითაც არ უნანია თავისი ნაბიჯი და დარწმუნებული იყო საკუთარ  უდანაშაულობაში. სიკვდილით დასჯის წინა ღამით, ხმამაღლა მღეროდა ნაცისტურ სიმღერებს და გაბრწყინებული სახით, უშიშრად მიდიოდა სახრჩობელასკენ. როდესაც თავი ყულფში გააყოფინეს, ბრძანა: “Scnheller!” (სწრაფად!)

 

ირმა მაშინ  22 წლის იყო.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X