fbpx
20:35 | 2020-08-12 ავტორი: Prime Time

IRI-ს კვლევაში გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს , ყველაზე დიდ პარტნიორად კი აშშ-ს მიიჩნევს

IRI-ს კვლევაში გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს , ყველაზე დიდ პარტნიორად კი აშშ-ს მიიჩნევს

IRI-ს მიერ, საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

 

რაც შეეხება ყველაზე დიდ პარტნიორს, ამ ასპექტში გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი აშშ-ს დაუჭირა. გამოკითხული მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია.

 

პოლიტიკური პარტნიორობის გარდა კითხვა ეხებოდა ეკონომიკურ პარტნიორობასაც და ამ შემთხვევაშიც გამოკითხულთა უმრავლესობამ (51%) მხარი აშშ-ს დაუჭირა. გამოკითხულთა 70% კი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

 

IRI-ს კვლევა საქართველოში 2 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარდა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევაში 1500-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მათივე ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგებში ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს.

 

გახარია: ევროკავშირის ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება
2020-08-12გახარია: ევროკავშირის ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X