23:26 | 2021-07-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ირღვევა ეთიკის პრინციპები“ – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ პრემიერის მშობლების სახლთან მომხდარი ინციდენტი შეაფასა

„ირღვევა ეთიკის პრინციპები“ – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ პრემიერის მშობლების სახლთან მომხდარი ინციდენტი შეაფასა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პრემიერის სახლთან მისულ ჟურნალისტზე წერდა, რომელიც “პრაიმტაიმთან” ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა მარიამ გოგოსაშვილმა შეაფასა.

 

მისი თქმით, ჟურნალისტის მიერ არასრულწლოვანი ბავშვისგან მსგავსი ფორმით ინფორმაციის მიღება დაუშვებელია.

 

 

პრემიერის არასულწლოვანი შვილების დევნა კამერებით – ვრცელდება კადრები ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლიდან

 

“როდესაც საქმე არასრულწლოვან ბავშვებს ეხება, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მშობლის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებები დაცული იყოს.

 

ასეთი ფორმის ინფორმაციის მოპოვება არასრულწლოვანი პირებისგან ვფიქრობთ, რომ დაუშვებელია.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფორმით ინფორმაციის მოპოვება დაუშვებელია და ირღვევა ეთიკის პრინციპები.

 

მართალია, სიუჟეტი ამ დრომდე ეთერში არ გასულა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის უფლებები დაცულია, რადგანაც ეთერში არ გასულა.” – აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X