19:23 | 2020-06-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ირანი და რუსეთი აშშ-ს მოუწოდებენ, საკუთარ ხალხზე ძალადობა შეწყვიტოს

ირანი და რუსეთი აშშ-ს მოუწოდებენ, საკუთარ ხალხზე ძალადობა შეწყვიტოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მთავრობას მოუწოდებს, რომ საკუთარ ხალხზე ძალადობა შეწყვიტოს. ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, აბას მოუსავი ამბობს, რომ აშშ-ს მაღალჩინოსნებმა და სამართალდამცავებმა ხალხს „სუნთქვის საშუალება“ უნდა მისცენ.

 

„მივმართავ ამერიკელ ხალხს, მსოფლიოს ესმის თქვენი პროტესტი მთავრობის მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ. მსოფლიო თქვენს გვერდით დგას“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების სპიკერი.

 

რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! - ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს (ვიდეო)
2020-06-02რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! - ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს (ვიდეო)

 

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ირანის მტერია, რომელიც ძალადობასა და ჩაგვრას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ახორციელებს.

 

მანამდე კი მსგავსი მოწოდება გაავრაცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

 

ზახაროვას თქმით, რუსეთს სურს, ევროკავშირიდან, ნატოდან, დიდი შვიდიანიდან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენტარები მოისმინოს.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც უნდა გააკეთონ კომენტარი.

 

 

„მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, დიდი შვიდიანი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რიგი ქვეყნების მიმართ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს ვხედავთ, არის ეს საჭირო თუ არა, ჩვენ გვსურს, მათი კომენტარის მოსმენა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც,  აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 

ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს.

 

„დღეიდან მათ ამის მორალური უფლება აღარ აქვთ. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მათ შესაძლოა წინასწარ განჭვრიტეს ეს შედეგი, ”- დასძინა მარია ზახაროვამ.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის გულგრილობისა და არაადამიანური ქმედებების გამო დაიღუპა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +