10:37 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

ირაკლი შოთაძის პირველი კომენტარი: “თუ საპროკურორო საბჭო არჩევანს ჩემს კანდიდატურაზე გააკეთებს“…

ირაკლი შოთაძის პირველი კომენტარი: “თუ საპროკურორო საბჭო არჩევანს ჩემს კანდიდატურაზე გააკეთებს“…

დღეს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს გაესაუბრება.

 

„პრაიმტაიმი“ ტელეფონით დაუკავშირდა ირაკლი შოთაძეს და სცადა გაერკვია, რა მოლოდინი აქვს გენპროკურორობის კანდიდატს, რომელიც ამ თანამდებობას ერთხელ უკვე იკავებდა.

 

შოთაძემ ვრცელი ინტერვიუსგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპროკურორო საბჭო მის კანდიდატურაზე შეაჩერებს არჩევანს, აუცილებლად გასცემს ჟურნალისტების ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს.

 

„მე დღეს წარვსდგები საპროკურორო საბჭოს წინაშე და საბჭოს წევრებს ვუპასუხებ ყველა კითხვაზე, ასევე წარვადგენ ჩემს გეგმას და ვრცლად ვისაუბრებ იმ რეფორმებზე, რასაც განვახორციელებ გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში. ასევე ვრცლად ვისაუბრებ იმ მოტივაციაზე, რის გამოც გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. როგორც იცით, გასაუბრება არის უპრეცედენტოდ გამჭირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს პირდაპირი ეთერი. ამიტომ, ვფიქრობ ამ ეტაპზე საპროკურორო საბჭოს წევრებს და საზოგადოებას დეტალურად გავაცნობ ჩემ გეგმებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ პარლამენტს სწორედ ჩემი კანდიდატურა წარუდგინოს, ჟურნალისტების ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხებს გავცემ“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ირაკლი შოთაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X