16:44 | 2020-02-06 ავტორი: Prime Time

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გავიდა

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გავიდა

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა.

 

საბჭომ შოთაძე 15 კანდიდატს შორის ფარული კენჭისყრით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

 

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. გენერალური პროკურორობა 16 კანდიდატს სურს.

 

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო. არასამთავრობოები მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X