15:15 | 2020-01-16 ავტორი: Prime Time

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორის კანდიდატად წარადგინეს.

 

შოთაძე კანდიდატად წარდგენის ინიციატორი ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოა.

 

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობა 2015 წლის 27 ნოემბრიდან ეკავა და პოსტი 2018 წლის 31 მაისს დატოვა.

 

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X