12:46 | 2020-03-19 ავტორი: ლიზი მეტრეველი

ირაკლი კობახიძე – შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს კონსტიტუციის გადასინჯვა

ირაკლი კობახიძე – შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს კონსტიტუციის გადასინჯვა

შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე კონსტიტუციის გადასინჯვა. ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

 

მისი თქმით, გამომდინარე გლობალური და ადგილობრივი ტენდენციებიდან, შეიძლება აუცილებელი გახდეს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება, რაც ვერ მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

 

„როდესაც სასწორზე დევს, ერთ მხარეს, სერიოზული პრობლემის პრევენცია და მეორე მხარეს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ბუნებრივია, ჩვენთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, ასეთ დროს პირველ რიგში პრევენციაზე უნდა გაავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაკეთებული გათვლები. კონსტიტუციის და რეგლამენტის სრული დაცვით შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაში, დაახლოებით თვენახევარში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხერხდეს ერთის გაკეთებაც და მეორეს გაკეთებაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 შეადგინა. მათ შორის,გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X