13:11 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე

ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებსა და სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე თქვენთან ერთად მსურს მივულოცო ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

 

ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი.

 

გმირებმა, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ, დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა.

 

ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობისა და თავდადების წინაშე. საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე.

 

ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ წინაპართა თაობის მიმართ, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს ხორცი შეასხეს ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას და შექმნეს იმ ეპოქაში ევროპისთვის თვალსაჩინო, დემოკრატიული სახელმწიფო.

 

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისთვის, უთანასწორო ბრძოლაში გამოჩენილი არაერთი გმირობა, საუკუნის მერეც შთაგვაგონებს და გვაძლევს ეროვნული სიამაყის ძლიერ მუხტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X