fbpx
17:09 | 2020-10-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

იქნებ შემეშველოთ რომ ეს შვიდი დღე არ ვიმათხოვრო – მრავალშვილიანი ქალის მძიმე ისტორია

იქნებ შემეშველოთ რომ ეს შვიდი დღე არ ვიმათხოვრო – მრავალშვილიანი ქალის მძიმე ისტორია

„პრაიმტაიმი” მრავალშვილიანი დედის მძიმე ისტორიას აქვეყნებს. ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. სასოწარკვეთილ დედას ეშინია, შვილებსა და მას შორის გაჭირვება, შიმშილი, სიცივე არ ჩადგეს და დედაშვილური სიყვარული არ დაკარგოს…ის იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ამ ოჯახის დახმარება სულ მცირედით მაინც შეუძლიათ…

 

31 წლის თამუნა ჩერქეზიშვილს ხუთი შვილი ჰყავს, ოჯახი ხარაგაულში ცხოვრობს. მცირეწლოვანი შვილების ოცნება ზამთრის სუსხიან დღეებში თბილ სახლში შეშის ღუმელზე გათბობა და სახლში, ელემენტარული ნივთების არსებობაა.

 

ორსულს ესროლა მუცელში, მეორე ქალსაც... ჩვილი ეჭირა ხელში - ქვიშხეთში ეს ამბავი დღემდე კოშმარად ახსოვთ
2020-09-25ორსულს ესროლა მუცელში, მეორე ქალსაც... ჩვილი ეჭირა ხელში - ქვიშხეთში ეს ამბავი დღემდე კოშმარად ახსოვთ

 

„უკვე ძალიან ცივა ყოველდღე ფიჩხებს ვბოჭავთ, რომ გავათბოთ შვილები, ვცდილობთ არ გაგვიცივდნენ ყველანაირად ვუფრთხილდებით ყველაზე ძვირფასს, მშობლიურ ურთიერთობებს, მაგრამ მაინც არის ბზარი დედაშვილობას შორის ჩამდგარი, რა დედა ხარ შვილს რომ სითბოს ვერ მისცემ?!

 

რატომ მოგცა უფალმა შვილების სიმრავლე, რისთვის? იმიტომ, რომ ასე ყოველდღე ლუკმა უნდა ენატრებოდეთ?! არ ვიცი რა გავაკეთო, გასაყიდიც არაფერი მაქვს. არადა სანამ სოციალური დახმარება მოგვივა, ვინ მოითმენს მშიერი? არადა, თითქმის ყველა შევაწუხე უკვე.

 

მე ის მიხარია თუნდაც სულ უბრალო უხორცო და უფერული უტომატო სუპი მაინც რომ შემიძლია მოვამზადო იმაზე უფრო გემრიელი, ვიდრე – ხორციანია, მაგრამ უბრალო სუპსაც უნდა ინგრედიენტები, რომლებიც ჩემთვის მიუწვდომელია, სწორედ იმიტომ, რომ სკოლიდან მოსულ ბავშვებს საჭმელი დახვდეთ სახლში და მშივრები არ იყვნენ.

 

ი​სედაც მთელი დღის მშიერი გთხოვთ დაგვეხმარეთ ან პროდუქტით, ან რა ვიცი, როგორც შეგიძლიათ. ძალა მეცლება, როცა ყველა რესურსი მეწურება და სწორედ მასე ვარ ახლა. არცერთ მაღაზიაში არ მიმესვლება სოციალური დახმარების თანხა ვალებზე არის უკვე გათვლილი და რომ გავისტუმრებ მერე კი გამოგვატანენ ისევ…

 

აქვე გეტყვით, რომ სულ შვიდიოდე დღე დარჩა იქამდე და როგორმე იქნებ შემეშველოთ რომ ეს შვიდი დღე არ ვიმათხოვრო, გემუდარებით მეგობრებო! ადამიანები ვართ მრცხვენია მეც, სინდისი მაქვს და მეტი აღარ შემიძლია… ვფიქრობ სისულელეებზე, ეს გამოსავალი რომ არაა ვიცი, მაგრამ ღვთის გულისათვის…” – აცხადებს თამარ ჩერქეზიშვილი.

 

მრავალშვილიანი დედის დასახმარებლად მუსრველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე: 557 53 63 61

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X