fbpx
14:13 | 2020-06-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ… – ლილუ კახიანის ემოციური პოსტი შვილზე

ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ… – ლილუ კახიანის ემოციური პოსტი შვილზე

ყოფილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის და მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძის უფროსი ქალიშვილის, ლენოს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

 

15 წლის გოგოს დედა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყველაზე საშინელი დღე დადგა.

 

იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი მიყვარხარ. და შენ მიპასუხე ‘მეც დე’. და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი… მაპატიე ლენო…

 

ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს?

 

რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება.

„მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო“ - გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის ემოციური პოსტი
2019-12-26„მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო“ - გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის ემოციური პოსტი

 

 

თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი.

 

ჭრილობა მოუშუშებელია.
ტკივილი მოუნელებელი.
სიცარიელე ამოუვსებელი.
დრო არ კურნავს.
დრო გაჩერდა.
ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ…“, – წერს ლულუ.

 

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ივნისს თბი­ლის­ში, მე-9 კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა.

 

გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X