17:14 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

იქ ვიყავი ზუსტად გული რომ გაჩერდა – ლევან რატიანი პირველი გარდაცვლილი პაციენტის შემდეგ ემოციებს იხსენებს

იქ ვიყავი ზუსტად გული რომ გაჩერდა – ლევან რატიანი პირველი გარდაცვლილი პაციენტის შემდეგ ემოციებს იხსენებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულები აღარ არიან. როგორც კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას პირველი ივლისიდან დაიწყებს.

 

„იმედთან“ საუბრისას ლევან რატიანი იხსენებს, თუ რა იყო ყველაზე რთული ინფექციასთან ბრძოლის დროს. როგორც იგი ამბობს, ყველაზე რთულად მას და მის კოლეგებს პირველი პაციენტის გარდაცვალება ახსოვთ.

 

2020-05-21"რთული პერიოდი გადავიტანე, არ მეგონა, თუ რამე გამახარებდა" - მაკა შალიკაშვილი

 

„საბედნიეროდ ჩვენ გადავრჩით. რა ფაქტორმა გადაგვარჩინა ამას მეცნიერები ალბათ, მოგვიანებით დადებენ. საბედნიეროდ „დარჩი სახლში“ პრინციპმა იმოქმედა და ინფექცია არ გავრცელდა.

 

ყველაზე მეტად რაც მიჭირდა იყო როდესაც პირველად დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა. თავიდან არ ვიცოდი როგორ გამომეცხადებინა ეს ინფორმაცია. ამ დროს ჩვენთან 130 პაციენტი გვყავდა.

 

მას შემდეგ, რაც გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,სათითაოდ ყველასთან შევდიოდი და ვაწყნარებდი, ვეუბნებოდი, რომ თქვენ ეს არ გემუქრებათ.

 

იქ ვიყავი ზუსტად გული რომ გაჩერდა. ჩამოიშალა თავიდან ბოლომდე მთელი 70-კაციანი სამსახური. ყველა ტიროდა“,- ამბობს ლევან რატიანი.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!