11:29 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

იპოვეს დაკარგული დედა და შვილები, რომლებმაც ჯუნგლებში 34 დღე გაატარეს

იპოვეს დაკარგული დედა და შვილები, რომლებმაც ჯუნგლებში 34 დღე გაატარეს

პერუში, დაკარგული დედა და შვილები იპოვეს, რომლებსაც 34 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 

40 წლის ქალი და მისი 10,12 და 14 წლის შვილები კოლუმბიის ერთ-ერთ რეგიონს სტუმრობდნენ, რომელიც პერუს საზღვართან ახლოსაა.

 

დედა შვილებთან ერთად ქმართან შესახვედრად გაემართა, თუმცა ისინი გზაში დაიკარგნენ.

 

მათი გაუჩინარების შესახებ 19 დეკემბერს გახდა ცნობილი. მომდევნო თვის განმავლობაში დედა და შვილები ჯუნგლებში მდინარის გასწვრივ გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი ეკვადორის საზღვარი გადაკვეთეს და პერუში აღმოჩნდნენ. გზაში ისინი ველური კენკრითა და ხილით იკვებებოდნენ.

 

საბოლოოდ დედა და მისი შვილები ინდიელებმა იპოვეს და მათ შესახებ პერუელ სამხედროებს შეატყობინეს, რომლებიც თავის მხრივ კოლუმბიელ კოლეგებს დაუკავშირდნენ.

 

ქალი და ბავშვები ვერტმფრენით კოლუმბიაში დააბრუნეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები