14:39 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულება თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულება თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

ინტერვენციული რადიოლოგია წარმოდგენს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მნიშვნელოვან მიმართულებას, კლინიკის აღნიშნული სამსახური დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, რომლებსაც განათლება და გამოცდილება მიღებული აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში და აკმაყოფილებენ ევროპის ქვეყნების სტანდარტებს.

 

ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურში ტარდება შემდეგი მანიპულაციები:

  1. ნებისმიერი ორგანოს და/ან ქსოვილის, მათ შორის ძვლების (გარდა თავის ტვინის) ბიოფსია ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, ან კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევის კონტროლით;
  2. სხვადასხვა ორგანოს და/ან ქსოვილის, მათ შორის ძვლების (გარდა თავის ტვინის) აბლაცია ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, ან კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევის კონტროლით;
  3. სხვადასხვა ორგანოს და/ან ქსოვილის (გარდა თავის ტვინის) აბსცესის დრენირება ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, ან კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევის კონტროლით;
  4. ბილიარული ინტერვენციული პროცედურები ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, ან კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევის კონტროლით;
  5. თირკმლის მენჯის დრენირება ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, ან კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევის კონტროლით;
  6. ოსტეოიდ ოსტეომის რადიოსიხშირული აბლაცია კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით;
  7. ღვიძლის სიმსივნეების ტრანსარტერიული ქემოემბოლიზაცია;

 

პაციენტის მართვის საკითხებზე გადაწყვეტილებას გუნდი იღებს მულტიდისციპლინური მიდგომით, სადაც ინტერვენციულ რადიოლოგთან ერთად ჩართულია სამედიცინო ონკოლოგი, ქირურგი, ჰეპატოლოგი და საჭიროების მიხედვით სხვა სპეციალისტები. ასევე შესაძლებელია ონლაინ კონსულტაცია ევროპელ სპეციალისტებთან.

 

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: ტელ: 2 10 44 44

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

(R)

 

ავტორი: Prime Time

X