13:48 | 2020-05-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“ინსულტი გადავიტანე, ჩემი ქალაქიდან გაყვანა გახდა საჭირო…” – თემურ წიკლაური

“ინსულტი გადავიტანე, ჩემი ქალაქიდან გაყვანა გახდა საჭირო…” – თემურ წიკლაური

თემურ წიკლაურს მისაქციელის აგარაკიდან 26 მაისს ონლაინ-კონცერტი ჰქონდა. პირველად ონლაინ-კონცერტით, მაყურებელს, 9 აპრილს უმღერა. როგორც ამბობს, დიდხანს რომ არ მღერის, მომღერალს წუხილი აქვს და აუდიტორია ენატრება. 70 წლის არტისტს წარმოსახვითი აუდიტორიის წინ სიმღერის შესაძლებლობა კი ტელეკომპანია “ვარსკვლავებზე” ჰქონდა. არტისთან 26 მაისს ონლაინ-კონცერტის გადასაცემად, ტელეკომპანიის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე იმყოფებოდა.

 

როგორც თემურ წიკლაური “პრაიმტაიმთან” ამბობს, წელიწადნახევრის წინ ინსულტი გადაიტანა და აგარაკზე ამიტომ ცხოვრობს. ჯანმრთელობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მოჰყავს ბოსტნეული და მსმენელზე ფიქრობს. ამბობს, რომ სახლიდან სიმღერაში განსაკუთრებული არაფერია.

 

თემურ წიკლაური: – მთავარი მიზეზი და შედეგია. სამყაროც ხომ ასეა აწყობილი, მიზეზ-შედეგობრივია. მიზეზი მქონდა, ჩემ ქვეყანას ვუმღერე.

 

დიდხანს რომ არ მღერი და მაყურებელს არ ხვდები, რაღაც გაწუხებს. თუმცა პაუზის გაკეთება დასაფიქრებლად საჭიროა. ტვინი სხვადასხვა საქმეებით მუდმივად დაკავებული ვერ იქნება. უნდა დაფიქრდე, ვინ ხარ, რატომ მოსულხარ ამქვეყნად…

 

ანსამბლ “ივერიასთან” ერთად უამრავი კონცერტი გაქვთ გამართული. მაგრამ ონლაინ-კონცერტი თქვენთვის სიახლეა. 70 წლის თემურ წიკლაურისთვის ვირტუალური აუდიტორიისთვის სიმღერა როგორია?

 

ინსულტმა
2020-05-21ინსულტმა "ხირხალას" მეტყველებას დაღი დაასვა - "ერთი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვართ"

 

– ადამიანებს გვაქვს გონი, რომლის მეშვეობითაც წარმოდგენა შეგვიძლია. ეს მეორე ონლაინ-კონცერტი იყო, ვირტუალური აუდიტორიით. ვიცოდი, რაც უნდა მემღერა და რაც უნდა მეთქვა. 200-ზე მეტი სიმღერაზე მაქვს და რთულია მათგან რამდენიმეს ამორჩევა. არჩევანი პატრიოტულ სიმღერებზე გავაკეთე. უბრალოდ, უნდა გიყვარდეს ის ხალხი, ვისაც უმღერი. მაყურებელს პატივს უნდა სცემდე. ეს ჩემი სახლია, ჩემი სამშობლოა.

 

სხვათა შორის, ამ ონლაინ-კონცერტებს გამოხმაურება მოჰყვა ემიგრანტებისგან, კერძოდ, იტალიის ქალაქებიდან – რომიდან და ბარიდან. იქაურმა ქართულმა დიასპორამ კონცერტების ჩასატარებლად მიმიწვია. ასევე კონცერტების ჩასატარებლად მეპატიჟებიან საბერძნეთიდან, ათენიდან, სადაც ბევრჯერ ჩამიტარებია კონცერტი. “იყიდება საქართველო” იმღერეო, კონცერტის დროს არაერთხელ მომწერეს. ეს სიმღერა თითქოს ვირუსის საწინააღმდეგო წამლად უნდოდათ ქართველ ემიგრანტებს, ამიტომ თხოვნა შევუსრულე. ასეთი სამშობლოს მიმართ მათი განწყობა შორიდან…

 

ვიმღერე მისაქციელის სახლიდან, რომელიც მეგობრებმა ამიშენეს. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა შემექმნა, წელიწადნახევრის წინ ინსულტი გადავიტანე. ქალაქიდან ჩემი გაყვანა საჭირო გახდა.

 

ონკოლოგიურში კიბოს ვებრძოდი, ჩემი დედამთილი კი უკვე „ზალას“ ამზადებდა - ახალგაზრდა ქალის მძიმე ისტორია
2020-05-22ონკოლოგიურში კიბოს ვებრძოდი, ჩემი დედამთილი კი უკვე „ზალას“ ამზადებდა - ახალგაზრდა ქალის მძიმე ისტორია

 

ჯანმრთელობას გაფრთხილება უნდა. ინსულტმა დაბრუნება იცისო, ამბობენ და მეც ვუფრთხილდები, რომ არ დაბრუნდეს.

 

აქ პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს. დავთესე მწვანილი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი… მეზობელი მეხმარება, არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ.

 

მე ქალაქელი არ ვარ, კოჯორში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ჩემთვის მიწასთან მუშაობა უცხო არ არის. ადამიანს თუ გინდა, ყველაფერს შეძლებ და გააკეთებ.

 

დილაობით ვვარჯიშობ. ჩემი ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში “ხმაზე ყოფნაა”. ხმა, მე მგონი, კონცერტზე ჟღერდა…

 

– როგორი აღმოჩნდა ეს პერიოდი ადამიანისთვის?

 

– ეს ვირუსი ცუდი “გამოგონება” არ არის, თავისი დადებითი მხარეც აქვს. დაგვანახა, ვინ რისთვის გამოიყენა პანდემიური პერიოდი. ზოგმა მიზნებისთვის, ზოგმა ფიქრისთვის, ზოგმა თვითგადარჩენაზე ზრუნვაში გამოიყენა.

 

„თუ გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნება!“ - გოჩა აბაშიძე 83 წლის გახდებოდა
2020-05-27„თუ გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნება!“ - გოჩა აბაშიძე 83 წლის გახდებოდა

 

ზოგი დაფიქრდა, თურმე სიკვდილი არსებობს, რაზედაც ისედაც უნდა ფიქრობდეს ადამიანი. ამან გადაიარა და მერე კუჭის წვალება დაიწყო, თურმე, საჭმელიც სდომია.

 

როცა სიკვდილს ებრძვის, მაშინ საჭმელი არ ახსოვს ადამიანს. გამძაფრდა თვითდაგარჩენაზე ფიქრი. ბავშვებს უნდა ჭამა, ცოლ-შვილს შენახვა უნდა… ხვალინდელი დღე ვეღარ დაინახა. თავის გატანის შიშის პერიოდში ჩავარდა. თავდახრილი თუ მისდევდა ცხოვრებას, უცებ თვალები გაახილა და მიხვდა, რომ უნდა იბრძოლოს. მოკლედ, ვირუსმა ბევრს საკუთარი თავიც დაანახა და სხვაც.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X