fbpx
16:23 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

ინსტაგრამიდან მაქვს ძალიან კარგი შემოსავალი – ქართველი გოგონა, რომლითაც უცხოური მედიები ინტერესდებიან

ინსტაგრამიდან მაქვს ძალიან კარგი შემოსავალი – ქართველი გოგონა, რომლითაც უცხოური მედიები ინტერესდებიან

ჩვენი დღევანდელი ბლიცინტერვიუს სტუმარი სოციალურ ქსელში პოპულარული, ბათუმელი გოგონა მარიამ შუკაკიძეა. მისი პირადი სოციალური გვერდები თავისივე ლამაზი, მრავალფეროვანი სურათებით გამოირჩევა და ხშირად, ამით უცხოური მედიებიც ინტერესდებიან.

 

ასეთი პოპულარობის გამო მარიამი ხშირად კრიტიკის ქარცეცხლშიც გახვეულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც კეთილგანწყობას ინარჩუნებს.

 

მარიამ შუკაკიძე დიზაინერია, მისი მეუღლე დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

 

წყვილს ორი შვილი ჰყავს. მარიამი თავის მოგონებებს, ფარულ ნიჭს და ასევე, გულისტკივილს გვიზიარებს.

 

 

დავიბადე – 1994 წლის 10 სექტემბერს.

 

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩემი ოჯახი, შვილები, მეუღლე…

 

ვიქნებოდი –  ისტორიული გმირი.

 

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში – დავიბადებოდი მხოლოდ საქართველოში.

 

დილა იწყება – თავის მოწესრიგებით.

 

საყვარელი ადგილი – ჩემი სახლი.

 

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც პირადად ვიცნობ –  ძალიან ბევრ ცნობილ და წარმატებულ ადამიანს ვიცნობ.

 

მოგონება ბავშვობიდან – საუკეთესო ბავშვობა მქონდა, ბევრი სასიამოვნო მოგონებებით. მაგონდება ის, რომ 50-მდე ბარბის თოჯინა მყავდა.

 

ჩემზე ამბობენ – რომ ვარ ძალიან მეგობრული, თბილი და კეთილი, რაც ძალიან მახარებს.

 

 

 

ჭორი საკუთარ თავზე –  საკუთარ თავზე ბევრი ჭორი მსმენია, მაგალითად ის, რომ ქუჩაში დაცვით დავდივარ.

 

განვიცდი – რომ ძალიან ბევრი, ბოროტი და შურიანი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში.

 

სხვებისგან განვსხვავდები – ალბათ გარეგნობით.

 

ჩემი თვისებებიდან ვმალავ – არაფერს, რადგან ისეთი ვარ, როგორიც ვარ და ვერასდროს ვთამაშობ.

 

დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა – როცა ჩემი ქმარი გავიცანი.

 

მინდა გავიცნო – ნაომი კემპბელი.

 

ბოლოს ვიტირე – როცა ჩემი უმცროსი გოგონა – მილენა დავინახე.

 

სიტყვა, რომელიც არ მიყვარს – „რატომ?“

 

საკუთარ თავში მომწონს – ის, რომ თავდაჯერებული ვარ, გაწონასწორებული და მომთმენი.

 

 

 

საკუთარ თავში არ მომწონს – ეგოისტობა.

 

სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ – გულწრფელობას და უბრალოებას.

 

მაღიზიანებს – ბოლო დროს აღარაფერი მაღიზიანებს.

 

საკუთარ თავში შევცვლიდი – არაფერს.

 

ყველაზე ბედნიერი ვარ – როცა ჩემი ქმარი საქართველოშია და მთელი ოჯახი ერთად ვართ.

 

ნივთი, რომელსაც სულ ვატარებ – სარკე.

 

ვნანობ – არაფერს ვნანობ.

 

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია – ძალიან ბევრი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ნივთი სამკაულია, რომელიც ჩემმა მეუღლემ მაჩუქა.
ყველაზე გამაღიზიანებელი შეკითხვა ადამიანებისგან – „რას არქმევ ბავშვს?“

 

ფაქტი ჩემს შესახებ, რომელიც არავინ იცის – ის, რომ მუსიკალურში ვსწავლობდი, მაქვს სიმღერის ნიჭი და კარგად ვმღერი.

 

გიყვართ თუ არა ოჯახური საქმეები? -კი, მიყვარს და ვცდილობ სახლის საქმეები მე ვაკეთო ყოველთვის.

 

ხართ თუ არა სტუმართმოყვარე? – დაუპატიჟებელი სტუმრები არ მიყვარს.

 

ბავშვების აღზრდაში რა მონაწილეობას იღებთ? – ძიძა არ გვყავს, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ბავშვის გაზრდასა და აღზრდას ეხება.

 

 

 

როგორები გინდათ რომ გაიზარდონ თქვენი შვილები? – მინდა რომ ჩემი შვილებით ვამაყობდე.

 

რა დროს უთმობთ მაკიაჟს? – მაკიაჟს ზუსტად 10 წუთში ვიკეთებ.

 

რომელი პლასტიკური ქირურგია დაიხმარეთ? – ცხვირის პლასტიკა მაქვს გაკეთებული და ეს არასდროს დამიმალავს.

 

გაწუხებენ თუ არა ქუჩაში თქვენი სილამაზის გამო? – რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ჩემს ლამაზ ქალაქში ყველა მიცნობს.

 

საკუთარი შემოსავლის წყარო პროფესიით გაქვთ, თუ რეკლამებით?  – ინსტაგრამიდან მაქვს ძალიან კარგი შემოსავალი.

 

როდის იკაზმ–იპანჭებით საგანგებოდ?– ფოტოსესიების დროს.

 

უახლოესი გეგმა და მიზანი – საიდუმლოდ დავტოვებ,  გოგონებს ძალიან დააინტერესებს, უახლოეს მომავალში გაიგებთ.

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X