
ინგუშეთში, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ორი მებრძოლი დააკავეს, რომლებიც რეგიონში ტერაქტის მომზადებას აპირებდნენ.
ამის შესახებ რუსული მედია ანტიტერორისტული კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, სპეცოპერაცია ქალაქ სუნჟაში დილიდან მიმდინარეობდა. თავდაპირველად მიმდებარე ტერიტორია სადაც შეიარაღებული კრიმინალების შესახებ იყო ცნობილი, ალყაში მოაქციეს.
ოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლა იყო, თუმცა არავინ დაშავებულა.
მედიის ცნობით, ადგილზე საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.