16:11 | 2020-05-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

ინგლისში COVID-19-ით გარდაცვლილ ყოველ მესამე პაციენტს დიაბეტი ჰქონდა – კვლევა

ინგლისში COVID-19-ით გარდაცვლილ ყოველ მესამე პაციენტს დიაბეტი ჰქონდა – კვლევა

ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილ ყოველ მესამე პაციენტს დიაბეტი ჰქონდა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ინგლისში კორონავირუსით გარდაცვლილ 7,466 ადამიანს 2  ტიპის დიაბეტი ჰქონდა, ხოლო 365-ს ერთი ტიპის. ეს 24, 739 (17 მაისის მონაცემებით) კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების 32%-ს უდრის.

 

კვლევის ავტორმა, პროფესორმა ჯონათანმა ამ დასკვნას, „სამწუხარო ამბავი უწოდა“.

 

„ეს იმას აჩვენებს, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანები რისკ-კგუფში შედიან. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე და ჭარბი წონა ორივე ტიპის დიაბეტში რისკს ზრდის“,- ამბობს ჯონათანი.

 

სახელმწიფომ ამ ადამიანების უსაფრთხოება უნდა დაიცვას.

 

„ყველაზე მნიშვნელოვან რამ, რაც დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს სისხლში შაქრის შემცველობა.

აუცილებლად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია“.

 

კვლევის მიხედვით, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, დიაბეტით დაავადებული ადამიანებში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა დაავადებების დროს.

 

გარდაცვლილებიდან 4,048 (18%-ს) დემენცია ჰქონდა, 3,254-ს (15%-ს) ფილტვების ქრონიკული დაავადება, მხოლოდ 1,549-ს ჰქონდა ასთმა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +