fbpx
11:40 | 2020-09-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ინფორმაცია მშობელს, ვისი პირადი ნომერიც შვილის დაბადების მოწმობაში არ წერია

ინფორმაცია მშობელს, ვისი პირადი ნომერიც შვილის დაბადების მოწმობაში არ წერია

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ გარკვეულ ხარვეზებს აწყდებიან.

 

მაგალითისთვის, მოზარდების დაბადების მოწმობებში, რომლებიც 2003 წელს დაიბადნენ, მშობლის პირადი ნომერი არ წერია. ეს კი გარკვეულ შეფერხებას იწვევს და მონაცემების დაზუსტებას საჭიროებს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება ჯერ არ ჩაგრიცხვიათ
2020-09-07როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება ჯერ არ ჩაგრიცხვიათ

 

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ალეკო ვაშალომიძეს ესაუბრა.

 

აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად დარეგისტრიებული ბავშვებიდან პრობლემა 40 000-ს ჰქონდა, ახლა ეს მონაცემები განახევრდა და სამინისტრო პრობლემის აღმოსაფხვრაში 18 150 მშობელს და 22 569 ბავშვს ეხმარება.

 

„იმ შემთხვევაში, თუ პორტალი ვერ ადგენს კანონიერ წარმომადგენელთან, ან ბიოლოგიურ მშობელთან ბავშვის კავშირს, ავტომატურ რეჟიმში განაცხადს ენიჭება სტატუსი – განსახილველი.

 

რის შემდეგაც, სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია ინდივიდუალურად განიხილავს ამ მშობლების მიერ დარეგისტრირებულ განაცხადებს, ადგენს მშობელსა და ბავშვს შორის კავშირს და დადგენის შემდეგ ენიჭება დადებითი სტატუსი, შესაბამისად, ერიცხება თანხა.

 

ჩაერიცხება თუ არა ბანკში „გაშავებულ“ მშობლებს ბავშვთა 200-ლარიანი დახმარება
2020-08-21ჩაერიცხება თუ არა ბანკში „გაშავებულ“ მშობლებს ბავშვთა 200-ლარიანი დახმარება

 

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ წარმოდგენილი პორტალზე ატვირთული ან წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად კვლავ ვერ დგინდება ან საჭიროა რამე დამატებითი საბუთი, რომ დადგინდეს მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის კავშირი, ენიჭება სტატუსი – დასაზუსტებელი. ამ შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი წარმოადგენს კანონიერ დოკუმენტაციას და ამის შემდეგ გაიცემა თანხა.

 

კომისია 9:00-დან 18:00 საათამდე მუშაობს. ყველაფერს ინდივიდუალურად გადიან.  დაზუსტებას რაც შეეხება, ეს უკვე მშობელზე, ან კანონიერ წარმომადგენელზეა დამოკიდებული, როდის წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რაც დასაზუსტებლად აქვს მითითებული“, – განმარტავს ვაშალომიძე.

 

200-ლარიანი დახმარება და პასუხი ყველა კითხვაზე - რატომ ვერ ვრეგისტრირდები? სად ჩამერიცხება თანხა?
2020-08-17200-ლარიანი დახმარება და პასუხი ყველა კითხვაზე - რატომ ვერ ვრეგისტრირდები? სად ჩამერიცხება თანხა?

 

ინფორმაციისთვის: ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად სულ დარეგისტრირებულია 914 106 ბავშვი და 556 375 მშობელი.

 

აქედან, თანხა 825 11 ბავშვზე უკვე გადარიცხულია, ჯამში 156 2200 ლარი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X