fbpx
21:05 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

ინფორმაცია მათთვის, ვისაც საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთების დაბრუნება სურს

ინფორმაცია მათთვის, ვისაც საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთების დაბრუნება სურს

ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და TKT.ge-მ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის, საქართველო – ბელარუსის ანულირებული ბილეთების თანხის დაბრუნების პროცესი დაიწყო.

 

​გულშემატკივრებმა, რომლებმაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ შეიძინეს თანხა ავტომატურ რეჟიმში TKT.ge-ს ანგარიშზე დაუბრუნდებათ. ფიზიკურად შეძენილი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალური სალაროები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება.

 

სალაროების მუშაობის განრიგი:

 

5-12 ოქტომბერი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

 

სამუშაო საათები: 10:00-20:00

 

​თანხის დაბრუნების მსურველმა გულშემატკივარმა სალაროში მატჩზე დასასწრები ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოს.

 

​შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, 8 ოქტომბერს ჩატარდება. შეხვედრას თბილისის „დინამო არენა“ უმასპინძლებს და ის 20:00 საათზე დაიწყება.

 

GFF.GE

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X