13:31 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

ინფორმაცია მათთვის, ვინც პენსიის აღების მოლოდინშია – გაუქმებული და შეცვლილი პირობები (დეტალები)

ინფორმაცია მათთვის, ვინც პენსიის აღების მოლოდინშია – გაუქმებული და შეცვლილი პირობები (დეტალები)

7 აპრილიდან პენსიის აღების წესი შეიცვალა. გარდა ამისა, შეცვლილია პენსიის ჩარიცხვის წესიც.

 

წინსწრებით პენსიის ჩარიცხვის მომსახურების სერვისი გაუქმდა და ამიერიდან პენსიონერებს კუთვნილი პენსია ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩაერიცხებათ.

 

“პენსია ჩარიცხვამდე სერვისი გაუქმდა. ახლა, პენსიის ჩარიცხვის თარიღი ოფიციალურად განისაზღვრა, რომელ თარიღებშიც პენსიონერები თავიანთი კუთვნილი პენსიით სარგებლობას შეძლებენ.

ნახეთ, რა შემთხვევაში მიიღებთ გაზრდილ პენსიას
2021-04-09ნახეთ, რა შემთხვევაში მიიღებთ გაზრდილ პენსიას

 

 

კონკრეტულ თარიღში ჩარიცხვის შემდეგ, პენსიონერები ბანკიდან თანხას გაიტანენ.

 

როდის არის კონკრეტული პენსიონერებისთვის განსაზღვრული თარიღი, ამის გადამოწმება ბანკის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

 

რაც შეეხება პენსიის სესხის სახით წინასწარ აღებას, ეს შესაძლებელია ბანკში ადგილზე მისვლისა და განაცხადის შევსების შემდეგ.” – აცხადებენ ლიბერთი ბანკში.

 

 

 

რა შემთხვევაში მიიღებთ გაზრდილ პენსიას

 

 

“პრაიმტაიმი” გთავაზობთ პენსიის მიმღებ პირთა სხვადასხვა კატეგორიას და შესაბამისად, თითოეული ჯგუფის ფულად ოდენობაზე ინფორმაციას.

 

 

ასაკით პენსიონერი

 

 

2021 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით გაიზარდა და 240 ლარით განისაზღვრა, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 25 ლარით გაიზარდა 275 ლარი გახდა.

 

ასევე, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების საპენსიო გასაცემელი 30 ლარით გაიზრდება. (ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით).

 

ამის გარდა, მაღალი მთის სტატუსის მქონე ასაკით პენსიონერები ყოველთვიურად 288 ლარს იღებენ, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერები – 330 ლარს.

 

 

შშმ პირები და ბავშვები 

 

 

2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზარდა, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვების პენსია 30 ლარით.

 

I ჯგუფის კატეგორიის შშმ პირებს და შშმ ბავშვებს ყოველთვიურად პენსია 220 ლარის ოდენობით ერიცხებათ, ხოლო II მეორე კატეგორიის მქონე შშმ პირებს – 100 ლარი.

 

მარჩენალდაკარგული პირის პენსია

 

მარჩენალდაკარგულად ითვლება 18 წლამდე მოზარდი, რომელსაც ერთ-ერთი ან ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავს.

 

მათი ფულადი დახმარება განსაზღვრულია თვეში 100 ლარით სრულწლოვან ასაკამდე. ამის შემდეგ, პენსიის მიმღებთა სიიდან სრულწოვანი მოქალაქის დახმარება წყდება.

 

პენსიის მიმღებ პირთა სხვადასხვა კატეგორია დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time


X